სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: „ჩვენ და წელიწადის დროები“. 
2.პროექტის მთავარი იდეა:
   მონაწილენი გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას წელიწადის დროებთან, ქმნიან ჩანახატებსა და ნახატებს, ეძებენ ლიტერატურასა და ფოლკლორში შესაბამის ნიმუშებს, იკვლევენ უფროსების დამოკიდებულებას წელიწადის დროების მიმართ და ადამიანის ორგანიზმის მდგრადობას სეზონური ინფექციების მიმართ, აწყობენ თავიანთი ნამუშევრების გამოფენას.
3.პროექტის აქტუალობა:
   მოსწავლეები აფიქსირებენ თავიანთ დამოკიდებულებას წელიწადის დროების მიმართ და მოყავთ შესაბამისი არგუმენტები. თავიანთი პოზიციის გადმოსაცემად ქმნიან ჩანახატებს, ნახატებს და/ან ლექსებს. მოსწავლეები ერთიანდებიან ჯგუფებში და ერთად ეძებენ თავიანთი პოზიციის შესაფერის მასალას ფოლკლორში, მხატვრულ ლიტერატურაში, მხატვრობასა და მუსიკაში. ატარებენ გამოკითხვას უფროსებში, რათა იკვლიონ მათი დამოკიდებულება წელიწადის დროების მიმართ, ეძებენ ინფორმაციას სეზონური დაავადებების შესახებ და იკვლევენ ადამიანის ორგანიზმის მდგრადობას მათ მიმართ წელიწადის განსხვავებულ დროს. ადარებენ მონაცემებს და ადგენენ დიაგრამებს. აწყობენ თავიანთი ნამუშევრების გამოფენას და ქმნიან ბლოგს.
4.პროექტის მიზნები:
   მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას წელიწადის დროებთან, შექმნიან ჩანახატებს და ნახატებს, მოიძიებენ შესაბამის ნიმუშებს, როგორც ლიტერატურასა და ფოლკლორში, ასევე მხატვრობასა და მუსიკაში, მოიკვლევენ უფროსების დამოკიდებულებას წელიწადის დროების მიმართ და ადამიანის ორგანიზმის მდგრადობას სეზონური ინფექციების მიმართ, მოაწყობენ თავიანთი ნამუშევრების გამოფენას, შექმნიან ბლოგს.
5.მონაწილეთა ასაკი: 7-9; 10-14.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2016წლის დეკემბერი-2017წლის მაისი.
7.მოსალოდნელი შედეგები:
   მოსწავლეები შექმნიან ჩანახატებს, ნახატებს და/ან ლექსებს; მოაწყობენ თავიანთი ნამუშევრების გამოფენას; მონაცემებით შეადგენენ დიაგრამებს; შექმნიან ბლოგს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
    კომპიუტერი, საჭირო ლიტერატურა, ციფრული კამერა, ფურცლები, ფერადი ფანქრები.
9.პროექტის მსვლელობა:
    მსჯელობა საკუთარი არჩევანის შესახებ;
    ნახატების, ჩანახატების და/ან ლექსების შექმნა;
    მხატვრობაში, მუსიკასა და ფოლკლორში შესაბამისი ნიმუშების მოძებნა;
    გამოკითხვის ჩატარება;
    ინფორმაციის მოძიება და მონაცემთა გადამუშავება;

    გამოფენის მოწყობა; 
    ბლოგის შექმნა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
     ხელოვნება:მოსწავლეები ხატავენ წელიწადის დროებს; მხატვრობასა და მუსიკაში ეძებენ შესბამის ნიმუშებს.
      ლიტერატურა: ქმნიან ლექსებსა და ჩანახატებს; ეძებენ საჭირო ნიმუშებს ლიტერატურასა და ფოლკლორში.
       ბუნებისმეტყველება: იკვლევენ ადამიანის ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა სეზონური დაავადებების მიმართ.
       მათემატიკა: მონაცემების გადამუშავება და დიაგრამების შედგენა.
       საინფორმაციო ტექნოლოგიები: ინტერნეტში მასალის მოძიება, ბლოგის შექმნა.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მაია ნასრაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maia.nasrashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www. maia-nasrashvili.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий